შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნატო-ს სასწავლო კურ...
08-05-2015

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნატო-ს სასწავლო კურსში მონაწილეობა მიიღო

შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენელმა ლევან ოშორიძემ მონაწილეობა მიიღო „ამბოხების საწინააღმდეგო ოპერაციების“ შესახებ ნატო-ს სასწავლო კურსში, რომელიც ქალაქ სარაევოში, მშვიდობის მხარდაჭერის სასწავლო ცენტრში (PSOTC) ჩატარდა.

სასწავლო კურსი ნატო-ს გამოცდილმა ექსპერტებმა ჩაატარეს. პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ სწავლებას, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებს. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ამბოხების საწინააღმდეგო ოპერაციებში ნატო-ს დოქტრინებსა და პრინციპებს. სწავლების დროს გამოყენებული იყო სიმულაციური ტრენინგები და სტუდენტებს უწევდათ რთული პრაქტიკული ამოცანების გადაჭრა.

კურსს ესწრებოდნენ 12 ქვეყნის სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.