შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა მესამე სამმართველოს თანამშრომლებმა, ვადიანმა სამხედრო მოსამსახურეებმა და თბილისის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს აქციაში – „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“. სამმართველოს 100-ზე მეტმა თანამშრომელმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ აქციაში უკვე ორი წელია მონაწილეობს და სამინისტროს თანამშრომლები მ. იაშვილის სახელობის კლინიკასთან არსებულ სისხლის ბანკს ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის რეგულარულად აბარებენ სისხლს.
სისხლის ჩაბარების აქცია როგორც თბილისში, ისე საქართველოს ყველა რეგიონში პერიოდულად იმართება და მასში სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მონაწილეობენ. შს სამინისტროს აღნიშნულ აქციაში მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.