შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი საქართველოში საფრანგეთის ...
12-03-2016

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშეს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მინდია ლორთქიფანიძე საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშეს ბრუნო ბალდუკს შეხვდა. შეხვედრას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შტაბის უფროსი და შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მხარეებმა თანამშრომლობის გეგმები განიხილეს და ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს, ასევე, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის პრიორიტეტები დასახეს.