სტიქიის შედეგად ზოოპარკიდან გამოსული ვეფხვი, რომლის თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ლიკვიდირებულია. „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. ცხოველი აგრესიული იყო და მისი ლიკვიდაცია გახდა საჭირო. ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და ვითარებას პირადად აკონტროლებდა.