შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე გიორგი ლ. და ოთარ მ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ლ-მ 550 ლარის სანაცვლოდ, მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა "ბერეტას'' მოდელის პისტოლეტი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიეკუთვნება და სროლისთვის ვარგისია. სამართალდამცველებმა ოთარ მ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული საბრძოლო მასალა ამოიღეს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის "ა'' ქვეპუნქტით, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).