შინაგან საქმეთა სამინიტროს აკადემიაში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის დაცვის კურსი დაიწყო. ღონისძიება შინაგან საქმეთა აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა და ბრიტანეთის თავდაცვის ატაშე ნიკ უილკესმა გახსნეს. 5 დღიანი კურსი მიზნად ისახავს შეასწავლოს მონაწილეებს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის დაცვისა და საზღვაო მეთვალყურეობის წარმოების ძირითადი პრინციპები და საკანონმდებლო ჩარჩო.
კურსს დიდი ბრიტანეთის საზღვაო ომის წარმოების სკოლის ექსპერტები გაუძღვებიან. ქართული საჯარო უწყებების გარდა, ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულნი არიან უკრაინის საზღვაო ძალების წარმომადგენლები.