შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს აკადემიაში დონორთა საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
27-10-2016

შსს-ს აკადემიაში დონორთა საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში დონორთა საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც აკადემიის პარტნიორი ორგანიზაციების და საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე აკადემიის რექტორმა, გივი მიქანაძემ სტუმრებს შსს-ს აკადემიაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

დონორთა საკოორდინაციო ჯგუფის წევრებმა აკადემიაში არსებული საჭიროებების ანალიზის შედეგები და ერთობლივი პროექტების განხორციელების სამომავლო გეგმები განიხილეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა შსს-ს აკადემიის ინფრასტრუქტურა, სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი, კრიმინალისტიკური მობილური ლაბორატორია, რეალური და ვირტუალური ტირები დაათვალიერეს.