შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა და დაზარალებულთა სახელმწიფო ფონდის თანამშრომლებს, ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმები და თანამედროვე ტენდეციების საკითხებზე სწავლება ჩაუტარდათ.
სწავლების მიზანს წარმოადგენდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმების, სახელმწიფო ვალდებულებების შესახებ, ტრეფიკინგის დანაშაულის თანამედროვე ტენდენციებისა და არალეგალურ მიგრაციასთან შესაძლო კავშირებზე სიღრმისეული ცოდნის მიღება.
სწავლება მხარდაჭერილია შსს-ს აკადემიისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობის მიერ, ევროპის სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ინსტიტიუტის პროექტის ფარგლებში.