შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საქველმოქმედო აქციის ფარ...
16-12-2014

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ოთხი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას პროდუქტები დაურიგეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ საქველმოქმედო აქციას საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დასახმარებლად.

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ქობულეთის, შუახევის, ქედის და ხულოს მუნიციპალიტეტების სოფლებს ესტუმრნენ და იქ მცხოვრები 41 შეჭირვებული ოჯახი საკვები პროდუქტებით მოამარაგეს. შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველო საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას მომავალშიც აპირებს. აქციის მიზანია ზამთრის პერიოდში, გაჭირვებული ოჯახების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება.