შინაგან საქმეთა სამინისტროს „ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირების კომისიის“ წევრებმა ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებსა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილეებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით სამუშაო შეხვედრაზე 2014 წელს განხორციელებული საკანომდებლო სიახლეები, სამინისტროს მიერ განხორციელებული საინფორმაციო კამპანიები და აქტივობები განიხილეს. შეხვედრის მონაწილეებმა ის პრაქტიკული ხარვეზები მიმოიხილეს, რაც სამართლებრივი მექანიზმების იმპლემენტაციის თვალსაზრისით არსებობს. მონაწილეებმა ერთმანეთს რეგიონში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის დასახული მიზნები და თანამშრომლობის გეგმები გაუზიარეს. შეხვედრის შედეგად მიღებული რეკომენდაციები აისახება ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირების კომისიის მუშაობაში.