შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმრთველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1951 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ვალერ ბ. ძარცვის ბრალდებით დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 მარტს ზუგდიდში ავტომანქანით გზა გადაუღობა „მერსედესი“-ს მარკის ავტომანქანას, რომელსაც სავალუტო ჯიხურის თანამშრომელი ნინო ბ. მართავდა. ვალერ ბ-მ ჩაამტვრია აღნიშნული ავტომანქანის გვერდითა საქარე მინა, ნინო ბ-ს დედას - გული მ-ს ხელიდან გასტაცა ხელჩანთა, რომელშიც 40 000 ლარი იყო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ვალერ ბ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში ზუგდიდში დააკავეს.
გამოძიება ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმრთველო აწარმოებს.