შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-მ უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო
17-05-2015

შსს-მ უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გოჩა გ. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე ამხილეს.

სამართალდამცელებმა ახმეტის რაიონში, ალავერდის ქუჩაზე, გოჩა გ-ს საცხოვრებელი სახლის ეზოდან, უკანონოდ მოჭრილი წიფლის ჯიშის, პირველი ხარისხის სამასალე მერქანი ამოიღეს. გარემოს მიმართ მიყენებული ზიანი 1348 ლარს შეადგენს.

გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).