შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დუშეთის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1965 წელს დაბადებული ალექსი გ. და 1992 წელს დაბადებული სერგი გ. ცეცხლსასროლი და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა დუშეთის რაიონის სოფელ კაწალხევში, ალექსი გ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 4 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელთაგან ერთ-ერთი სერგი გ-ს კუთვნილი იყო, ამავე ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 126 საბრძოლო ვაზნა, 7 მჭიდი და რუსული წარმოების 1 ყუმბარმტყორცნი ამოიღეს. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით).