შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად 1989 წელს დაბადებული ავთანდილ ც. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ქობულეთში, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდით და 35 ცალი საბრძოლო ვაზნით ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).