შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-მ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
12-03-2016

შსს-მ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული იური კ. ზუგდიდში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „გლოკის“ ტიპის სხვადასხვა მოდელის 5 პისტოლეტი და 61 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით).