შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-მ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
15-12-2015

შსს-მ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული სერგო ა. თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „ვალტერის“ ტიპის პისტოლეტი და 107 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებით სერგო ა-ს ამფეტამინის და მეტამფეტამინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).