შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-მ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
10-06-2014

შსს-მ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, თბილისში მცხოვრები, 1983 წელს დაბადებული ირაკლი ბ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას კალაშნიკოვის სისტემის ,,ა-კა-ეს 74“-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი 2 მჭიდითა და 59 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით).