შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების თანახმად შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები: 200 აბი „ექსტაზი“, 250 აბი „სუბუტექსი“, 200 აბი კოდეინის შემცველი ნარკოტიკული საშუალებები, 500 ამპულა მორფინი, 3 კილოგრამამდე ჰეროინი, 140 კგ კანაფი და 26 კგ მარიხუანა ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით ახალი ტექნოლოგიით, მაღალტემპერატულ ღუმელში გაანადგურა.
სამართალდამცველები 3 თვეში ერთხელ ანადგურებენ ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებებს, რომლებზეც სასამართლოს შესაბამისი განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ნარკოტიკების განადგურების პროცესს მთავარი პროკურატურის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.