შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-მ თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი პირი დააკავა
23-08-2014

შსს-მ თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი პირი დააკავა

შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის აჭარის ა/რ კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 1973 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე თურგუთ ი. ბათუმში დააკავეს.

დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცველების მიერ 2009 წლის 30 სექტემბრიდან იძებნებოდა სახელმწიფო მოხელეებისთვის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას სიტყვიერი შეურაცხყოფის, ხელის შეშლა-ხელყოფის ბრალდებით 5237 ნომრიანი კოდექსის 125/3-ა მუხლით და 5237 ნომრიანი კოდექსის, 261/1 მუხლით.

ამჟამად დაკავებული აჭარისა და გურიის რეგიონალურ დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.