შსს-ს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვა-გასაღების ბრალდებით, საქართველოს ორი და რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე: 1966 წელს დაბადებული თამაზ ც, 1975 წელს დაბადებული გიორგი გ, 1964 წელს დაბადებული მაკშერიფ კ. და 1968 წელს დაბადებული ახმეტ პ. თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ თამაზ ც-მ გიორგი გ-ს დავალებით, მაკშერიფ კ-სა და ახმეტ პ-ს ფულით, თბილისში იარაღის მაღაზიებში კანონიერად შეიძინა და სხვადასხვა პირზე დაარეგისტრირა „გრანდ პაუერ“-ის, „ჩე-ზე“-ს და „გლოკ“-ის ტიპის პისტოლეტები.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მოგვიანებით თამაზ ც-მ აღნიშნული იარაღი უკანონოდ გადასცა გიორგი გ-ს და მის ორ თანამზრახველს – მაკშერიფ კ-ს და ახმეტ პ-ს.
სამართალდამცველებმა ტაქსის ჩრეკისას 25 საბრძოლო ვაზნა, 10 მჭიდი, „გლოკ-17“-ის მოდელის 2 პისტოლეტი, „გრანდ პაუერი“-ს მოდელის 1 და „ჩე-ზე-92“-ის მოდელის 1 პისტოლეტი ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და გადაზიდვა-გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით).