შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ლაშა გ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ქობულეთში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის სათავსოს ჩხრეკისას ამოიღეს: „ა-კა-74“ -ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 2 მჭიდით, „მაგნუმი“-ს მოდელის პისტოლეტი 1 მჭიდითა და 6 საბრძოლო ვაზნით, „რეკ აგენტ“-ის მოდელის პნევმატური რევოლვერი.
ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ავტომატი, რევოლვერი და საბრძოლო მასალა სასროლად ვარგისია.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).