შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
10-09-2014

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1946 წელს დაბადებული იოსებ ქ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ქობულეთის რაიონში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ქობულეთის რაიონის სოფელ ზენითში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას "ნაგანი"-ს ტიპის რევოლვერი ორი ვაზნით ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული იარაღი და ვაზნები სასროლად ვარგისია.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).