შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული გიორგი ჭ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თელავის რაიონის სოფელ სანიორეში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1980 წელს დაბადებული ზაქარია ზ. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიორგი ჯ. თელავის რაიონის სოფელ ფშაველში, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).