შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ორჯერ ნასამართლევი, 1976 წელს დაბადებული ჰოქუმდარ ა. და 1982 წელს დაბადებული ისვახან ხ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა საგარეჯოში, სოფელ უდაბნოში, გვიან ღამით რობინზონ გ-ს საცხოვრებელი სახლის ეზოდან 12 სული მსხვილფეხა საქონელი შემდგომი რეალიზაციის მიზნით მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, ორივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე დღეში საგარეჯოში, სოფელ იორმუღალოში დააკავეს და მოპარული პირუტყვი სრულად იპოვეს. ჰოქუმდარ ა-ს პირადი ჩხრეკისას 68,17 გრ გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს. ხოლო ნარკოლოგიური შემოწმებისას კი მას ე.წ. „ბიო“-ს და მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება ისვახან ხ-ს მიმართ ქურდობის, ხოლო ჰოქუმდარ ა-ს მიმართ კი ქურდობისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).