შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-მ რუსეთის ფედერაციის მიმართულებით მიმავალი მოქალაქეების ტრანსპორტირება ლარსი...
26-06-2016

შსს-მ რუსეთის ფედერაციის მიმართულებით მიმავალი მოქალაქეების ტრანსპორტირება ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტამდე უზრუნველყო

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის დავალებით, რუსეთის ფედერაციის მიმართულებით მიმავალი მოქალაქეების საზღვრამდე ტრანსპორტირება შსს-ს თანამშრომლებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით უზრუნველყვეს.

60-მდე ადამიანის გადაყვანა ყაზბეგიდან დარიალის ხეობაში შსს-ს ვერტმფრენებით მოხდა, ხოლო დარიალის ხეობიდან ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტამდე ტურისტები შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, საპატრულო და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა მიიყვანეს.

მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ამალი-დევდორაკის ხეობაში, ღვარცოფის შედეგად დაზიანებული გზის თბილისი-მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 134-135 კმ. მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა დროებით აკრძალულია.