შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს მე-4 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, თბილისში, დელისის ქუჩაზე მდებარე სასტუმროს ადმინისტრატორი, 1948 წელს დაბადებული ნატალია რ. პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ ქალბატონებს პროსტიტუციისთვის სასტუმროში ფართს უთმობდა.
სამართალდამცველებმა სასტუმროში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 254-ე მუხლით).