შსს-ს ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეოთხე და მერვე განყოფილებების და ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე, ბათუმსა და გონიოში მდებარე სასტუმროების დროებითი მფლობელები, თურქეთის მოქალაქეები – 1946 წელს დაბადებული ჰასან ბ, 1980 წელს დაბადებული ორჰან ქ. და საქართველოს მოქალაქე, 1966 წელს დაბადებული ზორბეგ დ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ ქალბატონებს პროსტიტუციისთვის სასტუმროების ნომრებს სისტემატურად უთმობდნენ.
სამართალდამცველებმა სასტუმროებში მომუშავე პირები და ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).