შსს-ს ბათუმის საქალაქო სამმართველოს და ამავე სამმართველოს პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, ბათუმში 7 სასტუმროს დროებითი მფლობელები: 1990 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე უმითიაშარ ქ, 1985 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე გოგა ა. 1973 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჯოშქუნ უ, 1977 წელს დაბადებული, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე მოჰამმადჰოსეინი ლ, 1956 წელს დაბადებული, აზერბაიჯანის მოქალაქე კარინა გ, 1981 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფერდი დ. დააკავეს, ხოლო 1972 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ლევან ზ. და 1993 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე მირიან მ. პასუხისგებაში მიეცნენ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს სასტუმროების ნომრებს პროსტიტუციისთვის სისტემატურად უთმობდნენ. სამართალდამცველებმა სასტუმროებში მომუშავე პირები და ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).