შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ხუთი პირი: 1985 წელს დაბადებული შოთა ფ, 1979 წელს დაბადებული რომან ფ, 1979 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე მუმინ ი, 1990 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე ილმაზ ტ. და 1981 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე თერდი დ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ბათუმში არსებულ სხვადასხვა სასტუმროს ნომრებს ქალბატონებს პროსტიტუციისთვის უთმობდნენ.
სამართალდამცველებმა ქალბატონები და სასტუმროებში მომუშავე პირები მოწმის სახით დაკითხეს.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).