შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბათუმში მდებარე სასტუმრო „ლალე პალასი“-ს დროებითი მფლობელი, 1968 წელს დაბადებული რამინ ხ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ქალბატონებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ ოთახებს პროსტიტუციისთვის სისტემატურად უთმობდა.
სამართალდამცველებმა სასტუმროში მომუშავე პერსონალი და ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).