შსს-ს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში რამდენიმე ადგილას ერთდროულად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დააკავეს: სასტუმრო „იქსი“-ს და კაფე-ბარ „დუნია“-ს მფლობელი, აზერბაიჯანის მოქალაქე ირადა ა, სასტუმრო „დელფინი“-ს დროებითი მფლობელი, თურქეთის მოქალაქე იჰატ ი, სასტუმრო „ირა“-ს მფლობელი ჯემალ ბ, სასტუმრო „ნინი“-ს დროებითი მფლობელი გოჩა ბ, სასტუმრო „ასმინი“-ს დირექტორი, თურქეთის მოქალაქე მუნირ თ, სასტუმრო „პალანდოკენი“-ს დირექტორი თურქეთის მოქალაქე ახმედ ქ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ქალბატონებს პროსტიტუციისთვის სისტემატურად გადასცემდნენ ადგილს. სამართალდამცველებმა აღნიშნულ სასტუმროებში და კაფე-ბარში მომუშავე პირები მოწმის სახით დაკითხეს.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).