შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-მ ორი ნარკორეალიზატორი დააკავა
02-08-2015

შსს-მ ორი ნარკორეალიზატორი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე 1995 წელს დაბადებული ზაურ მ. და 1986 წელს დაბადებული ილხამ გ. ფონიჭალაში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. ნარკოლოგიური შემოწმებით ზაურ მ-ს ჰეროინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით).