შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავა
18-12-2015

შსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავა

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ამავე სამმართველოს მიერ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 2015 წლის 2 სექტემბრიდან ძებნილი, 1985 წელს დაბადებული ნიკოლოზ კ. სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2015 წლის 30 ივლისს გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ ლუიზა ფ-ს.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ნიკოლოზ კ-ს საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას, რამაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება გამოიწვია, სასჯელის სახით 1 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.

დაკავებული გადაყვანილია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მერვე დაწესებულებაში.