შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი კობა გ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით რუსთავში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 2 შეკვრად დაფასოებული 0,07 გრ ნარკოტიკული საშუალება ე.წ. „ბიო“ ამოიღეს.
გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით).