შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-მ ნარკოდანაშაული გახსნა
17-01-2015

შსს-მ ნარკოდანაშაული გახსნა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის პირველი მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1967 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე რამაზან კ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და დროებით საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 27 აბი და 4 ნატეხი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ბუპრენორფინს შეიცავს.

ნარკოლოგიური შემოწმებით დაკავებულს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით).