შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-მ მლეთაში ჩარჩენილი მძღოლები სასმელი წყლით, საკვებით და საწვავით მოამარაგა
10-01-2015

შსს-მ მლეთაში ჩარჩენილი მძღოლები სასმელი წყლით, საკვებით და საწვავით მოამარაგა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მლეთაში დიდთოვლობაში ჩარჩენილ მძღოლებს სასმელი წყალი და საკვები პროდუქტები ჩაუტანეს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა კახა ბუხრაძემ და მისმა თანამშრომლებმა მლეთაში ჩარჩენილი სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს საწვავი დაურიგეს. ამ დროისთვის სულ 42 სატვირთო ავტომანქანისთვის 55-55 ლიტრი საწვავი დარიგდა.