შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ანზორ ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 აპრილს თერჯოლის რაიონის სოფელ ეწერში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, დედას – 1948 წელს დაბადებულ დეზდემონა ჩ-ს ბლაგვი საგნით თავის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ქალბატონი გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მესამე დღეს დააკავეს.
ანზორ ბ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).