შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზვიად ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 იანვარს, ასპინძის რაიონის სოფელ ოშორაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით, 1969 წელს დაბადებული ფრიდონ მ. მოკლა, ცხედარი მდინარის ნაპირზე წაიღო და მის დამარხვას აპირებდა. სამართალდამცველებმა ზვიად ბ. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მკვლელობიდან რამდენიმე საათში, სოფელ ოშორას გასასვლელში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).