შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ვარლამ ჩ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 17 ივნისს ვარლამ ჩ-მ ვარკეთილის დასახლებაში, გახოკიძის ქუჩაზე, შურისძიების ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას, 1969 წელს დაბადებულ გელა ა-ს ბლაგვი საგნით სხეულზე მძიმე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გელა ა. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ვარლამ ჩ. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).