შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ნაბი მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა დღეს დილით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, ეჭვიანობის ნიადაგზე, თანასოფლელი - 1988 წელს დაბადებული რომან გ. სანადირო თოფიდან სამი გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა. რომან გ. თავის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო ორლულიანი თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).