იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1947 წელს დაბადებული ტარიელ ო. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ლენტეხის რაიონის სოფელ სასაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არარეგისტრირებული სანადირო თოფიდან ორი გასროლით, გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1963 წელს დაბადებულ გიორგი ო-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).