შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ ჭაბაშვილმა და უწყების სხვა წარმომადგენლებმა აქციის – „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ – ფარგლებში ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის სისხლი გაიღეს.
აქციაში სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლებმაც მიიღეს მონაწილეობა. აქციის მიზანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ აქციაში თითქმის ორი წელია მონაწილეობს და სამინისტროს თანამშრომლები მ.იაშვილის სახელობის კლინიკის „სისხლის ბანკის“ დახმარებით ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს რეგულარულად აბარებენ.