შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული იოსებ წ. და 1987 წელს დაბადებული დავით კ. უკანონო თევზჭერის ფაქტზე ამხილეს.
სამართალდამცველებმა იოსებ წ. და დავით კ. ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჩადუნიანში იმ დროს ამხილეს, როდესაც ისინი თევზს აკრძალული საშუალებით იჭერდნენ. პოლიციამ უკანონოდ დაჭერილი სხვადასხვა სახეობის 4 კილო და 800 გრამი თევზი და ელექტროშოკის აპარატი ნივთმტკიცებად ამოიღო. ორივე მხილებული პირი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება აკრძალული საშუალებით თევზის მასობრივი განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 300-ე მუხლის მე-3 ნაწილით).