შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად კრიმინალური ავტორიტეტი – 1973 წელს დაბადებული შალვა გ. თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ შალვა გ-მ 16 ოქტომბერს საქართველოს საზღვარი რუსეთის ფედერაციიდან სხვა სახელითა და გვარით გადმოკვეთა.
სამართალდამცველებმა შალვა გ-ს პირადი ჩხრეკისას მარიხუანა ამოიღეს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველო აწარმოებს.