შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, შეტყობინების საფუძველზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი კ. ხულიგნობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გიორგი კ-მ, თემურ კ-მ და ამირან კ-მ ჩოხატაურის რაინოს სოფელ ჯვარცხმაში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ოლეგ რ-ს და მის მეზობელ ლაშა შ-ს, რომელიც იმ დროს მის სახლში იმყოფებოდა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შემდეგ გიორგი კ-მ სანადირო თოფიდან ოლეგ რ-ს სახლის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
ოლეგ რ-ს მეუღლემ - ნანა შ-მ მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა. სამართალდამცველებმა გიორგი კ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს, ხოლო თემური კ-მ და ამირან კ-მ მიმალვა მოახერხეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით).