შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ვასილ ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, მამას - 1939 წელს დაბადებულ ჯიმშერ ა-ს ცემისას სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ჯიმშერ ა. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვასილ ა. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).