შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-მ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა
02-06-2017

შსს-მ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, ორი პირი: 1993 წელს დაბადებული გ.კ. და 1993 წელს დაბადებული ვ.ს. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, „თი-ბი-სი ფეის“ ინკასაციის 2 თანამშრომელი იარაღის მუქარით დააყაჩაღეს, 38 025 ლარის ეკვივალენტი სხვადასხვა ვალუტა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან 2 დღეში, გ.კ. თბილისში, ხოლო ვ.ს. დედოფლისწყაროში დააკავეს.

პოლიციამ, გ.კ.-ს საცხოვრებელი ბინის და ვ.ს.-ს სახლის ჩხრეკისას, გატაცებული თანხის ნაწილი - 16 000 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღო. ვ.ს.-ს სახლიდან ასევე ამოღებულია 2 პისტოლეტი, რომლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე.

ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით).