შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-მ გურჯაანში მომხდარი მკვლელობა გახსნა
21-03-2015

შსს-მ გურჯაანში მომხდარი მკვლელობა გახსნა

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ჩ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში, ურთიერთშელაპარაკებისას, მამა-შვილი - 1959 წელს დაბადებული ნოდარ ე. და 1988 წელს დაბადებული ჯაბა ე. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჯაბა ე. მიყენებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, ხოლო ნოდარ ე-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიორგი ჩ. მომხდარიდან მეორე დღეს გურჯაანში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).