შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-მ გორში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა
02-08-2015

შსს-მ გორში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს და გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული დავით ბ. მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გორში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა გორში, თავის კუთვნილ ავტომანქანაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ახალგაზრდა მამაკაცს დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით).