შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეორე განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ნიკოლოზ ნ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე „ჯი-პი-სი“–ის აფთიაქი დააყაჩაღა, საიდანაც დანის მუქარით 500 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ნ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. გატაცებული თანხის ნაწილი პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).